Donate Blood - Help Who Needs

ჰემოგლობინი

By mipovne on September 19, 2014 in სიახლეები
0

რა არის ჰემოგლობინი?

ძალიან ხშირად გვსმენია: “ჰემოგლობინი”, “ჰემოგლობინის ბრალია”, “დაბალი ჰემოგლობინი აქვს” და ა.შ.
რა არის რეალურად ჰემოგლობინი?
ეს არის ადამიანის სისხლში არსებული ცილა, რომელიც ფილტვებსა და დანარჩენ ორგანიზმს შორის ჟანგბადის ცვლას უზრუნველყოფს. ცილა – ჰემოგლობინი ერითროციტების (ე.წ. სისხლის წითელი უჯრედები, რომლებიც ძვლის ტვინში წარმოიშობა) მთავარი კომპონენტია, თავად ჰემოგლობინის მთავარი კომპონენტი კი რკინაა.
აქვე ვნახოთ, ჰემოგლობინის ნორმა ყველა ასაკის მქონე ადამიანში:

Untitled