Donate Blood - Help Who Needs

სისხლის დონაციის შესახებ

სისხლის გადასხმის პროცედურა რეგულირდება საქართველოს 1995 წლის 21 მარტის კანონით სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ.

ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, დონორს შეუძლია ერთი დამატებითი საშვებულებო დღით სარგებლობა ან დამატებითი ხელფასის მიღება.

მიუხედავად იმისა, რომ სისხლის დონაცია მიმართულია სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად, სასურველია, დონორებმა გაითვალისიწინონ შემდეგი რეკომენდაციები, კერძოდ:

  • ხართ 18-65 წლის პიროვნება;
  • თქვენი წონა აღემატება 45 კგ-ს;
  • არ გაქვთ დაბალი ჰემოგლობინი.

ამასთანავე შეუძლებელია სისხლის დონაცია, თუ:

  • მკურნალობთ ანტიბიოტიკებით;
  • გაქვთ ან გქონდათ გასული 1 კვირის მანძილზე მაღალი ტემპერატურა;
  • უკანასკნელი დონაციის დროს დაკარგეთ გონება;
  • გქონდათ სქესობრივი კავშირი მაღალი რისკის მქონე პიროვნებასთან;
  • ხართ დაავადებული სისხლის გზით გადამდები ინფექციებით (ვირუსული ჰეპატიტი, შიდსი, სიფილისი…);
P.S. აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს მოკლე რეკომენდაციებს და შეზღუდვებს. სრული სახით ამომწურავ ინფორმაციას გაცნობებენ უშუალოდ დონაციის წინ.